������� ����������� �����
                                       
                                         





იფორმაცია მომხმარებლის ესახებ სად იმყოფება იგი

რეკლამა

რეკლამა


 


-


ავტორი: სტუმარი | თარიღი: 02.05.2024 | ნახვა: 1275
წესით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საინტერესო უნდა იყოს რა ძალას წარმოადგენს საქარტველოს შეიარარებული ძალები, რა შესაძლებლობის ტექნიკა აქვთ ქართველებს, რა ოპერაციების შესრულება შეუძლიათ და ა.შ. მე ასეთი სტატია ქართულ ენაზე არსად შემხვედრია. თუ არ ვცდები ქართულ ვიკიპედიაზეც კი არ არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სტატია. მე შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვწერო ჩვენი ჯარის შესაძლებლობები, თუმცა რადგან მე არც თავდაცვის მინისტრი ვარ და არც ხელისუფლების წრეებთან დაახლოებული სამხედრო ექსპერტი, მაინც და მაინც მკაცრად ნუ განმსჯით თუ რამე უზუსტობა გამეპარება. smile

დავიწყოთ იქედან, რომ ქართულ ჯარში ირიცხება 38 ათასი ჯარისკაცი. საქართველოს შეიარაღებული ძალებში შედის: საქართველოს სახმელეთო ძალები, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები. დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების შემდეგ, ანუ 1991 წლიდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ ომებში: საქართველოს სამოქალაქო ომი 90იან წლებში, ცხინვალის რეგიონის ომი(1991-1992წ.წ), ომი აფხაზეთში (92-93 წ.წ.), მეორე ომი ცხინვალის რეგიონში(რუსეთ-საქართველოს ომი) 2008 წელს.

სამხედრო სფეროში საქართველოს პარტნიორები არიან: აშშ, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, ჩეხეთი, თურქეთი, გერმანია.

საქართველოს სახმელეთო ძალები

საქართველოს სახმელეთო ძალებში შედის: გორის ბრიგადა, სენაკის ბრიგადა, ქუთაისის ბრიგადა, ვაზიანის ბრიგადა, ხონის ბრიგადა. საქართველოს შეიარაღებაში შედის ავტომატები: AK-47(სსრკ), M4 Carbine(აშშ), G36(გერმანია), TAR-21(ისრაელი). ტყვიამფრქვევები: PK(სსრკ), NSV(სსრკ), Mk19(აშშ). სნაიპერის შაშხანები: SVD(სსრკ), M24(აშშ), Zastava M93 Black Arrow(სერბეთი), Barret M82(აშშ).

M4 Carbine - ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც 1994 წლიდან შეიარაღებულია ამერიკის ყველა სპეცსამსახური. ერთ მჭიდში ჩადის 30 ტყვია, აქვს დაბალი ვიბრაცია რაც ზრდის მიზანში მორტყმის ალბათობას. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს შეიარაღებაშია ეს ავტომატი.

MK 19 - ამერიკული ტყვიამფრქვევი, გამშვებული 1966 წელს, 40×53მმ კალიბრი. სამიზნის განადგურება ზუსტი დამიზნებით შეუძლია 1500 მეტრზე, 2300 მეტრი მაქსიმალური სროლის დისტანცია. შეუძლია გაისროლოს 300-400 ტყვია წუთში.

M93 Black Arrow - თანამედროვე სერბული სნაიპერის შაშხანა, გამოშვებული 1993 წელს. 12.7×108მმ კალიბრი, დამიზნებით შესაძლებელია 1600 მეტრზე სამიზნის განადგურება. ეს იარაღი სულ 4 ქვეყნის შეიარაღებაშია, სერბეთის, საქართველოს, მაკედონიის და სომხეთის შეიარაღებაში.

ტანკები და ჯავშანმანქანები

საქართველოს შეიარაღებაში არის ტანკები: T72(სსრკ) და T55(სსრკ). ბრონირებული საბრძოლო მანქანები: MT-LB(სსრკ), BMP1(სსრკ), BMP2(სსრკ). ჯავშანტრანსპორტიორები: BTR80(სსრკ), BTR70(სსრკ), Otokar Cobra(თურქეთი), HMMWV(აშშ), Rafael WOLF(ისრაელი), Nurol Ejder(თურქეთი).

ქართული T72

T72 - მეორე თაობის სამხედრო ტექნიკა. საქართველოს მთავარი საბრძოლო ტანკი, გამოშვებული საბჭოთა კავშირის მიერ 1973 წელს. ეს იყო საბჭოთა კავშირის მთავარი საბრძოლო ტანკიც. ის არის ძალიან მსუბუქი(41 ტონა), რაც საქართველოს რელიეფისთვის ასე ვთქვათ ზედგამოჭრილია. biggrin მთა-გორიან რელიეფზე სასიარულად ძალიან კარგია. შეუძლია განავითაროს 60კმ/სთ სიჩქარე. T72-ში ჯდება 3 კაციანი ეკიპაჟი, ისვრის 125მმ კალიბრის ჭურვს. დამიზნებით ისვრის 4 კილომეტრზე, მაქსიმალური სროლის სიშორე 10 კილომეტრი. აქვს ორი ტყვიამფრქვევი 7,62მმ და 12,7მმ კალიბრის. აქვს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისსგან დამცავი სისტემები. ყველაზე მეტი T72 ყავს რუსეთს, უკრაინას და ინდოეთს.

Cobra - ეს არის მსუბუქი თურქული ჯავშანმანქანა, ძალიან ბევრი კომპონენტი აღებულია ამერიკული ჰამერიდან. გამოშვებულია 1997 წელს. ეკიპაჟი მძღოლი +8 კაცი. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან თურქეთი, ნიგერია და საქართველო. ეს მანქანა არის კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში, მაგრამ მასიურად მხოლოდ ამ 3 ქვეყანაში. ერთადერთი ომი, რომელშიც იქნა გამოყნებული თურქული კობრა, ეს არის ცხინვალის რეგიონის ომი 2008 წელს.

BMP2 - მეორე თაობის სამხედრო ტექნიკა, 80იან წლებში გამოშვებული სსრკ-ს მიერ. წონა - 14 ტონა, ეკიპაჟი - 3 კაცი + 6 მგზავრი, კალიბრი - 30მმ.

არტილერია

მე ვიტყოდი საქართველოს შეიარაღებაში ყველაზე ძლიერი რგოლი, ეს ბოლო ომმაც კარგად აჩვენა. ძალიან კარგად მოქმედებდნენ ჩვენი არტილერისტები ომის დასრულებამდე, სანამ ისინი რუსული ავიაციის შეტევებმა უკან არ გაწია. საქართველოს შეიარაღებაში არის შემდეგი სახის სარაკეტო არტილერია: RM70(ჩეხოსლოვაკია), BM21(სსრკ), LAR160(ისრაელი). ზუსტი დამიზნების არტილერია: 2S3 აკაცია(სსრკ), 2S7(სსრკ), DANA(ჩეხოსლოვაკია), 2S5(სსრკ), 2S19(სსრკ). ქვემეხები: D30(სსრკ), 2A36(სსრკ), T12(სსრკ).

ქართული RM70 ცხინვალის ომის დროს 2008წ.

ქართული DANA

RM70 - 1972 წელს ჩეხოსლოვაკიის მიერ გამოშვებული სარაკეტო არტილერია. ერთადერთი ომი, რომელშიც ის გამოიყენეს 1972 წლიდან დღემდე, ესაა ცხინვალის რეგიონის ომი 2008წ. წონა - 33 ტონა, ეკიპაჟი - 6 ადამიანი, კალიბრი - 122მმ. ერთ ჯერზე შეუძლია 40 ჭურვის გაშვება. შეუძლია სამიზნის განადგურება 20 კმ-ზე.

DANA - ჩეხოსლოვაკიის გამოშვებული 1970 წელს. წონა - 23 ტონა, მაქსიმალური სისწრაფე - 80კმ/სთ, შეუძლია სამიზნის განადგურება 18 კმ-ზე, ეკიპაჟი 4-5 კაცი. დღესდღეობით DANA არის ჩეხეთის, ლიბიის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს შეიარაღებაში.

2S3 აკაცია - 1971 წელს გამოშვებული ჰაუბიცა. წონა - 27 ტონა, ეკიპაჟი - 4 კაცი, სიჩქარე - 60კმ/სთ, კალიბრი - 152მმ, დამატებითი შეიარაღება - 7მმ ტყვიამფრქვევი. ბაკის ერთი ავსებით შეუძლია 500 კმ-ს გავლა.

საჰაერო დაცვა

საქართველოს შეიარაღებაში არის შემდეგი საჰაერო დაცვის სისტემები:ZU23 2(სსრკ), ZU23 4 “შილკა”(სსრკ), S125(სსრკ), S200(სსრკ), Buk M1(სსრკ), Tor(სსრკ).

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები

თვითმფრინავები

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში არის თვითმფრინავები: თხუთმეტი Su25(სსრკ), თერთმეტი L39 ალბატროსი(ჩეხოსლოვაკია), ორი L29 დელფინი(ჩეხოსლოვაკია), Hermes 450(ისრაელი).

ქართული Su25

Su25 - გამოდის 1981 წლიდან, ერთეულის ღირებულებაა 11 მლნ დოლარი. სხვათაშორის ერთ-ერთი აქტიური მწარმოებელი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ძალიან დიდი რაოდენობითაა რუსეთის, უკრაინის, პერუს, ირანის და ეთიოპიის შეიარაღებაში. საქართველოს 15 Su25 ყავს. გამოყენებული იყო 2008 წელს ცხინვალის რეგიონში რუსების წინააღმდეგ ომში.

ვერტმფრენები

ჩვენს შეიარაღებაში არის ვერტმფრენები: 8 Mi35(სსრკ), 18 Mi24(სსრკ), 18 Mi14(სსრკ), 16 Mi8(სსრკ), 6 Bell212(კანადა), 40 UH-1H იროკეზი(აშშ), 2 Mi2(სსრკ).

ქართული იროკეზი

UH-1H იროკეზი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ვერტმფრენი გამოუშვა 1959 წელს, იმ დროისთვის ეს იყო უახლესი და ერთ-ერთი საუკეთესო ვერტმფრენი. მართალია ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც არის 94 ქვეყნის შეიარარებაში, მისი შესაძლებლობების გამო. 16 00-ზე მეტია გამოშვებული. ჩვენს შეიარაღებაში არის 40 ერთეული.

Mi24 - საბჭოთა კავშირის მიერ 1972 წელს გამოშვებული ეს ვერტმფრენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური საბრძოლო ვერტმფრენია. საქართველოს შეიარაღებაში ის არის 18 ცალი. გამოშვებულია დაახლოებით 2000 ცალი.

საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები

საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში ირიცხება დაახლოებით 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე. მტავარი შტაბი არის ფოთში, ასევე ბაზა არის ბათუმში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში იყო 19 საბრძოლო ერთეული. ამ ომის შემდეგ სერიოზული დანაკარგები მიადგა ქართულ ფლოტს.

ამჯამად საქართველოს ფლოტში შედის შემდეგი კატერები: საარტილერიო კატერი “ახმეტა”(სსრკ), საგუშაგო კატერები “ივერია” და “მესტია”(საბერძნეთი), საგუშაგო კატერი “ქუთაისი”(თურქეთი), საგუშაგო კატერი “გალი”(სსრკ), სადესანტო გემი “გურია”(სსრკ), საპატრულო კატერი “განთიადი”.

სარაკეტო კატერი “დიოსკურია”, სარაკეტო კატერი “თბილისი”, საგუშაგო კატერი “წყალტუბო” 2008 წლის 13-14 აგვისტოს განადგურებული იქნა რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ფოთთან. სამწუხაროდ “დიოსკურია” და “თბილისი” საქართველოს ფლოტის ძირითადი ძალა იყო. იმედი ვიქონიოტ რომ საქართველო მოახერხებს კიდევ ამაზე უკეტესი სარაკეტო კატერების შეძენას.. smile

ქართული სარაკეტო კატერი “დიოსკურია”, რომელიც განადგურებული იქნა რუსების მიერ 2008 წლის 13 აგვისტოს ფოტის პორტში

დღეისათვის სულ ეს იყო.. აი ამ სამწუხარო და მწარე რეალობით ვასრულებ პოსტს. იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენ ქვეყანა შეძლებს ძალების რეაბილიტაციას და სამხედრო სფეროში კიდევ უფრო გაძლიერებას, ვიდრე ეს 2008 წლის 7 აგვისტოს იყო. წინ ომი გვაქვს მოსაგები… smile






[ მიიღე პირდაპირი ლინკი სიახლეზე ]

სულ კომენტარი:2

2 ავტორი: Vugemgej
16.10.2012 188.165.211.38




ჯგუფი:
http://occupy.gooboome.com//index.php?p=blogs/viewstory/57728 - Kilesin http://www.strumcat.com/oxwall/blogs/post/1526 http://www.multiculturalclub.net/blogs/post/116 http://hen64.org/blogs/post/672

---------- BEST WAREZ PORTAL ----------


   
 
1 ავტორი: Adminდავით მალანია
08.10.2009 94.43.39.145




ჯგუფი:
ra uwvalia eeee sg KINTUR smile smile smile smile smile

---------- BEST WAREZ PORTAL ----------


   
 

Имя *:
Email:
პაროლი *:






სამართავი ბლოკი

საჭირო პროგრამები







Winrar

რეკლამა


Ripped By wWw.WeLcO.Tk
88x31 88x31